სომხეთში მიმდინარე საკალათბურთო B დივიზიონის მატჩებში ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლოსწინა მატჩი დანიასთან გამართა და 74:85 დამარცხდა. ჯგუფიდან მეოთხედფინალში ექვსიდან ორი გუნდი გადის. კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო ორ ტურში ორი გამარჯვება სჭირდებოდა, თუმცა ქართველები დამარცხდნენ და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგეს. ჩვენს გუნდში ყველაზე მეტი, 23 ქულა ლუკა ლომთაძემ მოაგროვა. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მომდევნო მატჩს დღეს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.