ისრაელი სირიის სამთავრობო ძალების სამხედრო ტექნიკას ანადგურებს

16 ივლისი 2025, 11:09 170 ნახვა

ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელზეც, მათი თქმით, სირიაში სამთავრობო ძალების ტანკებსა და სამხედრო მანქანებზე განხორციელებული დარტყმებია ასახული. ისრაელი მეორე დღეა სირიის სამხრეთ-დასავლეთით სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იერიშებს აგრძელებს და პირობას დებს, რომ შეინარჩუნებს ამ ტერიტორიის დემილიტარიზაციას და დაიცავს დრუზების უმცირესობას, რადგან ისრაელის საზღვართან რეგიონში სისხლიანი შეტაკებებია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან სირიის სამთავრობო  ძალებსა და იარაღზე დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა, რადგან სირიის დროებითი მთავრობა დრუზების წინააღმდეგ მათ გამოყენებას აპირებდა. სირიამ ისრაელის ქმედება დაგმო და განაცხადა,  რომ ისრაელი სრულად არის პასუხისმგებელი სამხრეთ სირიაზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმებსა და მათ შედეგებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი