ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს შესაძლებელია 100%-ის თანხმობის გარეშე მოსახლეობის გამოყვანა საცხოვრებელ სახლებიდან, ეს არის ტყუილი - კახა კალაძე

16 ივლისი 2025, 11:51 167 ნახვა

ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შესაძლებელია 100%-ის თანხმობის გარეშე მოსახლეობის გამოყვანა საცხოვრებელ სახლებიდან. ეს არის 100%-იანი ტყუილი. კანონის მიხედვით, არავინ მესაკუთრის გარდა არ არის უფლებამოსილი მართოს, განკარგოს, ან რაიმე ზემოქმედება მოახდინოს მის საკუთარ ქონებაზე. ამის უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ აქვს მესაკუთრეს და ეს მის ნებაზეა დამოკიდებული - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გუშინ აფრიალებდნენ დოკუმენტს და მცდელობა იყო იმისა, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებში საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა...

"რაც შეეხება საკრებულოს იმ დადგენილებას, რაზეც წარმატებით საუბრობდნენ და მოჰყავდათ არგუმენტად - ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და ურბანულად არასწორია იქ რაიმე სახის სამუშაოს წარმოება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმის უფლება, რომ დავიწყოთ პროცესი, მაგალითად პროექტის მომზადება და არა ხალხის გამოყვანა ასეთი შენობებიდან. აქაც საჭიროა 100-%იანი თანხმობა რომ ეს ოჯახები გამოვიყვანოთ ამ კორპუსებიდა" -განაცხადა კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხშირად მაცხოვრებლები უარს ამბობენ შენობების ჩანაცვლებითი პროგრამით სარგებლობაზე. მერმა მოუწოდა მოსახლეობას, გამოიყენონ ეს შანსი და დათანხმდნენ მუნიციპალიტეტის შეთაბვაზებას.

„მინდა, შევეხო ერთ საკითხს, რომელიც საკმაოდ აქტუალურია და უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის. როდესაც საუბარი მიმდინარეობს ჩანაცვლებაზე, ძალიან ხშირად, უმეტეს შემთხვევებში ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, სადაც დღეს ცხოვრობენ. ამის საშუალება მუნიციპალიტეტს არ აქვს და არ გვაქვს იმისი უფლებამოსილება, იმაზე მეტი ფართი შევთავაზოთ მოსახლეს, სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა, თუმცა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ამის უფფლება და შესაძლებლობა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც თავს იკავებს. რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ამაზე და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა. ბევრს ეშინია, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა მოხდა მოსახლეობის ვერდაკმაყოფილება. სამშენებლო კომპანიებმა, რომელბმაც აიღეს ვალდებულება წლების წინ, ვერ შეასრულეს და დააკმაყოფილეს ის შეთანხმება, რომელიც იყო მიღწეული მოსახლეობასთან. უამრავი ასეთი შენობა-ნაგებობა გვქონდა დედაქალაქში, სადაც იყო დაუმთავრებელი მშენებლობები.

ძალიან განერვიულებული, დაჩაგრული, გაუბედურებული მოსახლეობა იყო, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ელოდებოდა, როდის მიიღებდა საკუთარ საცხოვრებელ ფართს. აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევებში საუბარია მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე, საუბარია, რომ ჩვენ, მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში და გეხმარებათ, რომ საცხოვრებელი კორპუსი აუცილებლად იქნება აშენებული. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობას, რომელიც ასეთ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, არაფერი გექნებათ გადასახდელი. ქირით უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტი. ვიდრე სამშენებლო სამუშაობი დასრულდება, იქნებით უზრუნველყოფილნი. შემდეგ, დაახლოებით წელიწად-ნახევარი, მაქსიმუმ ორი წელი სჭირდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებას და გადმოგეცემათ ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმ ფართის ბინები, რომლებშიც ცხოვრობდით. უბრალოდ, იქნება მთლიანად გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი შანსი, შესაძლებლობა, გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული მასში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეისთვის არსებული მონაცემებით, თბილისში 10 000 შენობა-ნაგებობა არის, რომლებსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი