პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს 27 და მოლდოვის 13 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა. უწყების განცხადებით, საქართველოს 20 და მოლდოვის 9 მოქალაქის დეპორტაცია ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განხორციელდა.
სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ პოლონეთიდან დეპორტირებული ერთ-ერთი ქართველი ქურდობისთვის 12-ჯერ არის ნასამართლევი.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.