თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. მათ უწყებრივი მედალი გადაეცათ. მათ შორის გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებსა და სამოქალაქო პირებს. სამხედროები, რომლებიც სამი ათეული წელია საქართველოს ემსახურებიან, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დააჯილდოვა.
თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.