სადაო გზა ჩანჩხალოში

15 მაისი 2017, 00:00 3568 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' შუახევის გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებს. სოსლან ზოიძის განცხადებით, სოფელ ჩანჩხალოში შიდასასოფლო გზაზე მეწყერი სამი თვის წინ ჩამოწვა, ტერიტორია კი გეოლოგებს დღემდე არ შეუსწავლიათ. ჩანჩხალოელები სოფელში მეწყრის გააქტიურებას „შუახევჰესისთვის“  3 კილომეტრიან გვირაბის მშენებლობას უკავშირებენ. ოპონენტთა ბრალდებას შუახევის გამგებელი უსაფუძვლოს უწოდებს.

ტარიელ ებრალიძის განცხადებით, დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგებმა რამდენიმე თვის წინ შეამოწმეს, დასკვნის თანახმად კი გზაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია, რეაბილიტაცია კი - აზრს მოკლებული. მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, სოფელთან მიმოსვლა შემოვლითი გზით ხორციელდება. დღეს ჩანჩხალოელებმა ტერიტორიიდან გასახლება ან საკომპენსაციო თანხის გაზრდაც მოითხოვეს. „აჭარისწყალ ჯორჯიაში„ სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ , წერილობით კი განმარტავენ რომ გასახლება ან კომპენსაციის გაზრდა არ იგეგმება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში