ფრიდონ ხალვაშის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო

19 ივლისი 2025, 11:59 185 ნახვა

''ამბები ბათუმზე“ - პროექტ მუსიკალური ბათუმი 2025-ის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა. კონცერტი გაიხსნა სიმღერით "ბათუმს ქათქათას", რომელიც ნანული აბესაძემ შეასრულა.

ღონისძიება პოეტისა და პროზაიკოსის ფრიდონ ხალვაშის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საღამოზე მურმან ჯინორიამ და ბექნუ ქაფიანიძემ  ფრიდონ ხალვაშის, გალაქტიონ ტაბიძის, ზურაბ გორგილაძის, ზაურ ბოლქვაძის ლექსები და ჩანაწერები წაიკითხეს.

ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერები ლიზა ბაგრატიონმა შეასრულა. 

მუსიკალური ''ბათუმი 2025“ ფარგლებში შემოქმედებითი საღამოები მთელი წლის განმავლობაში გაიმართება. პროექტის მიზანი აჭარაში კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში