‘’ჩერნომორეცი N 9’’–ის ეკიპაჟის წევრები დაჯილდოვდნენ

21 ივლისი 2025, 14:08 304 ნახვა

‘’ჩერნომორეცი N 9’’ - ამ სახელწოდებით საზღვაო მცურავი ამწის 55 წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობამ მოქმედი ეკიპაჟის წევრები დააჯილდოვა.

საზღვაო მცურავი ამწის მთავარი ფუნქციაა მძიმე და თანაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა გემებზე, ასევე, გემებიდან პორტში.

ამწე გამოიყენება პორტის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობისთვის, ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის, ნავმისადგომების შეკეთებისა და ახალი კონსტრუქციების მოწყობისთვის.

„ჩერნომორეცი 9“  არის საკვანძო ელემენტი ბათუმის პორტის ოპერატიულ შესაძლებლობებში, რაც ხელს უწყობს მის ფუნქციონირებას, უსაფრთხოებას და რეგიონულ მნიშვნელობას.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი