„გმირის სიმღერა“ - მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლის პრემიერა

27 ივლისი 2025, 11:42 108 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლის „გმირის სიმღერა“ პრემიერა გაიმართა. წარმოდგენამ ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლი გია დიასამიძის რეჟისორობით დაიდგა და მისივე შექმნილი მუსიკალური კომპოზიციით გაფორმდა.

პროექტის მიზანია ხელოვნების სასცენო დარგის განვითარების ხელშეწყობა, სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალის სტიმულირება, ხელოვანთა ხელშეწყობა, საერთაშორისო ფესტივალებსა და ფორუმებში სხვადასხვა პროექტის წარდგენა. სპექტაკლი, რომელშიც ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, ერთი ქალაქის მშვიდობიანი ცხოვრების და შეყვარებული წყვილის ისტორიას ეხება.

სპეკტაკლი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების კონკურსის ფარგლებში დაიდგა. ჯამში მიმდინარე წელს აჭარის კულტურის სამინისტროს დაფინანსებით 25 შემოქმედებითი პროექტი განხორციელდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში