დაკავება 1.3 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით

27 ივლისი 2025, 14:36 102 ნახვა

დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი  და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი.


საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.


როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართული სპეციალური ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, გამოძიება სამივე დაკავებულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი თანხის  გაფლანგვას ედავება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში