კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, მისასალმებელია, რომ ინსტიტუცია ასე კარგად ართმევს თავს მოვალეობას და გამოავლინა კორუფციული წყარო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც პრეზიდენტი ამბობს, ხელისუფლების ამბიციაა, ვიყოთ მსოფლიოში კორიფციასთან ბრძოლის მიმართულებით სამეულში.
„ჩვენი ამბიციაა, ვიყოთ მსოფლიოში კორიფციასთან ბრძოლის მიმართულებით სამეულში, მთავარია, როგორ რეაგირებენ ჩვენი ინტიტუციები. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი. მისასალმებელია, რომ ინსტიტუცია ასე კარგად ართმევს თავს მოვალეობას და გამოავლინა კორუფციული წყარო. ალბათ გაგრძელდება ეს პროცესი, რადგან საზოგადოებას სჭირდება, იმ გარემოსთან ერთად, რომელიც ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნეთ, ეს ასახული იყოს თითოეულ მოქალაქეზე. როცა ბიუჯეტი სამჯერ და ოთხჯერ იზრდება, კორუფციული ნიშნები, რომელიც არსებობს, ამასაც რომ აღმოვფხვრით, მეტი შესაძლებლობები გაუჩნდება საზოგადოებას, პენსიები, ხელფასები გაიზრდება და მეტი დოვლათი შეიქმნება. სახელმწიფოს როლია, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხები იყოს აღმოფხვრილი. მისასალმებელია, რომ ასე კარგად დაიწყო მუშაობა სახელმწიფო უსაფრთხოების და ასევე, ანტიკორუფციულმა სამსახურმა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციის ბრალდებით, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა.