თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს - შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის გადაწყვეტილებაზე

28 ივლისი 2025, 21:30 165 ნახვა

თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტებისპოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში, რითაც ლიეტუვის გადაწყვეტილებას ეხმიანება. 

„იმის გათვალისწინებით, რომ ბალტებისპოლიტიკური ელიტა, დიდ წილად, კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახებისგან შედგება, ეს ბოღმა, აშკარად, საბჭოთა კავშირიდანაა ჩარჩენილი.

რაღაც მომენტში, სოვლაბი, ალბათ, ამ პოსტსაბჭოურ ფენომენსაც გამოიკვლევს, როდესაც მიხვდება, რომ უცხოური დაკვეთით ხელისუფლების დამხობა ისევ ჩაიშალა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში