გამჭვირვალობის კანონით გათვალისწინებული ერთადერთი ვალდებულება ფინანსური ანგარიშგებაა, ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის დიდი რაოდენობით დაფინანსება შემოდიოდა

07 ნოემბერი 2025, 11:53 123 ნახვა

ორი წლის წინ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც განსხვავდება ახლახან მიღებული „ფარას“ კანონისგან, რომელიც ამერიკული კანონის ასლია. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კანონით გათვალისწინებული ერთადერთი ვალდებულება არის ყოველწლიური ანგარიშგება.

„ამ კანონით გათვალისწინებული ერთადერთი ვალდებულება არის ყოველწლიური ანგარიშგება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო ორგანოებისთვის ფინანსური ანგარიშგება – სულ ეს არის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც მხოლოდ ქვეყანაში ამ რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაციამაც დაადასტურა „იუესაიდისა“ და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით განხორციელებული ამ ტიპის ნეგატიური პრაქტიკა და გვიხარია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სრულად დახურა ეს ორგანიზაციები შეერთებულ შტატებში. რაც მოგვიანებით გავაკეთეთ, როდესაც ვნახეთ ეს კრიტიკა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებით, არის ის, რომ ჩვენ დავაკოპირეთ ამერიკული „ფარას“  კანონი. ეს არის ზუსტი ასლი, მაგრამ ისინი კვლავ აკრიტიკებენ მას, ნამდვილად სასაცილოა, უბრალოდ სასაცილოა”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე