ხულოს საკრებულოს სხდომა

29 ივლისი 2025, 18:00 136 ნახვა

მორიგი საკრებულოს სხდომა გაიმართა ხულოში. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თერთმეტი საკითხი განიხილეს. მათ შორის სოფელ განახლებაში მდებარე 62 კვადრატული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის გადაცემაზე შემდგომში ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის გადასაცემად.

საკრებულოს წევრებმა ასევე დაამტკიცეს ხულოს მუნივიპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხზე მომუშავე სპეციალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილებას. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ქალისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, რომელიც ამ მიმართულენით იმუშავებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში