ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებლობა მექნება კოლეგებთან შეხვედრის, კომუნიკაციის და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვის - შალვა პაპუაშვილი

29 ივლისი 2025, 19:38 181 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟენევაში იმყოფება, სადაც პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში (IPU) მონაწილეობს. შალვა პაპუაშვილი კონფერენციის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

„ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა მექნება კოლეგებთან შეხვედრის, კომუნიკაციის და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონფერენციაში 100-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს.

„ამ დონის ღონისძიება ხუთი წლის განმავლობაში ერთხელ ტარდება. 100-ზე მეტი ქვეყანა პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზეა წარმოდგენილი და უნიკალური შესაძლებლობაა კოლეგებთან შეხვედრების, კომუნიკაციის და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვის. როგორც კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრების, ასევე კონფერენციის ფარგლებში საუბრის შესაძლებლობა მექნება. ასევე, კოლეგების წინაშე სიტყვით გამოვალ იმ თემატიკაზე, რაზეც კონფერენცია ტარდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი მხრიდან, ქართული გადმოსახედიდან იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კონფერენციასა და შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში