საზღვაო აკადემიის მიერ მიღწეული შედეგებს და სამომავლო პროექტებს გაეცნო საქართველოს განათლების მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან და ბრიტანეთის ელჩთან ერთად.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მხარეებმა აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივები განიხილეს. საზღვაო აკადემიაში ვიზიტისას სტუმრებმა საზღვაო აკადემიის სასწავლო-საწვრთნელი ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.