ახალი თანამედროვე სავარჯიშო სივრცეები ბათუმის ბულვარში

31 ივლისი 2025, 14:44 253 ნახვა

ბათუმის ბულვარში, ახალი სავარჯიშო სივრცეები მოეწყო.  “აკვა-პარკი”-ის და დელფინარიუმის მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ, ფიტნეს ზონაში, თანამედროვე სტანდარტების სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორები განთავსდა.

სავარჯიშო მოედნების კეთილმოწყობის ფარგლებში განხორციელდა: ფუნქციურად მრავალფეროვანი, პროფესიონალური სპორტული ინვენტარის მონტაჟი, მოსასვენებელი სივრცეების გადახურვა, კაუჩუკის საფარის დაგება და ინდუსტრიული სანათების მონტაჟი.

ფუნქციური სავარჯიშო ზონების მოდერნიზაციის პროცესი, გასულ წელს დაიწყო და ბათუმის ბულვარის განვითარების გეგმის ფარგლებში ხორციელდება. სავარჯიშო მოედნების რეაბილიტაციის პროექტი, ემსახურება კომფორტული საჯარო სივრცეების შექმნას, უსაფრთხო პირობებში ვარჯიშის უზრუნველყოფას და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას სხვადასხვა ასაკობრივ სეგმენტში.

 

ინფორმაციას ბათუმის ბულვარი ავრცელებს.

 

 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი