მერობის კანდიდატების წარდგენა მალე მოხდება, ორ-სამ მუნიციპალიტეტზე დაგვრჩა შესაჯერებელი პოზიციები, როგორც კი შევჯერდებით, მაშინვე წარვადგენთ ერთიან სიას - პრემიერი

31 ივლისი 2025, 22:11 215 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატების წარდგენა უახლოეს პერიოდში მოხდება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ორ-სამ მუნიციპალიტეტზე დარჩა პოზიციები შესაჯერებელი.

„ორ-სამ მუნიციპალიტეტზე დაგვრჩა შესაჯერებელი პოზიციები, როგორც კი შევჯერდებით ამ ორ-სამ შემთხვევაზე, მაშინვე წარვადგენთ უკვე ერთიან სიას. ეს ეხება როგორც მუნიციპალიტეტის მერებს, 63 კანდიდატს რეგიონებში, ასევე ეხება თბილისის საკრებულოსა და ყველა საკრებულოს სიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ეხება ერთ რამეს - ეს არის ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქები და სოფლები ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები ამ სიტყვის ვიწრო გაგებით. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია მიმწყვდეულია კუთხეში. 

„აქ საქმე ეხება ქალაქების, სოფლების, მუნიციპალიტეტების განვითარებას, კეთილმოწყობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებას, ჯანდაცვის მიმართულებით ახალი პაკეტების შეთავაზებას და ა.შ. ამას ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როდესაც ამდენი არ ესმის ოპოზიციას, შეგახენებთ, რომ არც 43%-იანი ბარიერი არ არის დაწესებული, არც 50-იანი და არც 90-იანი, ეს რომ არ ესმის ოპოზიციას, ეს არის მათი პრობლემა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან რაღაცნაირად მიმწყვდეული კუთხეში და ეს გააკეთა არა მარტო „ქართულმა ოცნებამ“, არამედ ეს გააკეთა „დიფ სთეითმაც“. მათ შეიყვანეს კუთხეში რადიკალური ოპოზიცია, მათ წაიყვანეს რადიკალური ოპოზიცია ვაბანკზე და შესაბამისად, შეიყვანეს რეალურად სამწუხაროდ კი არადა, საბედნიეროდ, კუთხეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი