ახმეტასა და თელავში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა, მოგლეჯილია ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები

01 აგვისტო 2025, 09:06 152 ნახვა

ძლიერმა ქარმა ქალაქ ახმეტაში ინფრასტრუქტურა დააზიანა, რამდენიმე კერძო სახლსა და კომერციულ ფართს მთლიანად მოხადა სახურავი. ქარიშხალმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და ჩახერგა საავტომობილო გზები. სტიქიის შედეგად, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენები.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და მერიის შესაბამისი სამსახურები, იწმინდებოდა გზა.

ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, თელავში დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი. მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი