რუსეთის მიერ კიევზე 31 ივლისს მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 159 პირი, მათ შორის 16 ბავშვი.
უკრაინული მედიის ცნობით, საბძებრო – სამაშველო ოპერაციები გრძელდება. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 100-ზე მეტმა ადამიანმა საჭირო დახმარება მიიღო, ხოლო ათეულობით მოქალაქე საავადმყოფოებში რჩება.
კიევში გლოვის დღეა გამოცხადებული.