ომში დაღუპულ პოციელებს პატივი მიაგეს

08 აგვისტო 2025, 17:48 240 ნახვა

დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილეებთან და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად.

„გეკა გელაძემ, დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის წევრებთან შეხვედრა გამართა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუდმივად იქნება გმირი პოლიციელების ოჯახის წევრების გვერდით.

მისი თქმით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული პოლიციელების მიერ გაწეული ღვაწლი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი