"ქართული ოცნების" ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე იქნება

11 აგვისტო 2025, 17:12 140 ნახვა

ვახტანგ ბერიძე - პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია.

დაბადების თარიღი: 1974 წლის 20 ივნისი.

განათლება:
1994-1999 წლებში სწავლობდა ქალაქ ბათუმის საერთაშორისო ინსტიტუტში „მეგობრობა“, იურიდიულ ფაკულტეტზე. სპეციალობით სამართალმცოდნეა, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

მიმდინარე საქმიანობა:
ვახტანგ ბერიძე არის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის წევრი და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი.

სამუშაო გამოცდილება:

  • 2024 წლიდან — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი;

  • 2019-2024 — ხულოს მუნიციპალიტეტის მერი;

  • 2018-2019 — ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე / მერის მოვალეობის შემსრულებელი;

  • 2018 — აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსი;

  • 2017-2018 — პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

  • 2012-2017 — ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსი;

  • 2008-2012 — უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი;

  • 2005-2008 — კრიმინალური პოლიციის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი;

  • 2001-2005 — სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების ინსპექტორი;

  • 2000-2001 — ღორჯომის უბნის ინსპექტორი;

  • 1996-2000 — ბათუმის ობიექტების დაცვის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური.

ჰყავს ყავს მეუღლე და ორი შვილი.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი