ალასკაში ორივე მხარემ მომავალი შედეგების მიღწევაზე პასუხისმგბელობა პირდაპირ კიევსა და ევროპას დააკისრა - დიმიტრი მედვედევი

16 აგვისტო 2025, 19:45 88 ნახვა

ალასკაში შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა პირადად და დეტალურად გადასცა აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების პირობები, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ტელეგრამზე წერს.

მედვედევის თქმით, სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებაზე მომავალი შედეგის მიღწევაზე პასუხისმგებლობა კიევსა და ევროპას დააკისრეს.

„შეხვედრა ალასკაში. პირველი შედეგები.

 

1. აღდგენილია რუსეთსა და აშშ-ს შორის უმაღლესი დონის შეხვედრების სრულფასოვანი მექანიზმი. მშვიდი, ულტიმატუმებისა და მუქარების გარეშე.

 

2. რუსეთის პრეზიდენტმა პირადად და დეტალურად გადასცა აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ჩვენი პირობები.

 

3. თითქმის სამსაათიანი შეხვედრის შედეგად თეთრი სახლის ხელმძღვანელმა უარი თქვა რუსეთზე ზეწოლის ესკალაციაზე. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

 

4. მნიშვნელოვანია: შეხვედრამ აჩვენა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია წინასწარი პირობების გარშე და სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელების პარალელურად.

 

5. მთავარი: ორივე მხარემ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე მომავალი შედეგების მიღწევაზე პასუხისმგბელობა პირდაპირ კიევსა და ევროპას დააკისრა“, – წერს დიმიტრი მედვედევი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში