ორშაბათს ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე ევროპელი ლიდერებიც არიან მიწვეული.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად, ვინ დაესწრება შეხვედრას.
ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაბრეს. მათ საუბარს, რომელიც, საათ-ნახევარი გაგრძელდა, ევროპელი და ნატო-ს ლიდერებიც შეუერთდნენ.
გავრცელებული ცნობებით, ტრამპმა უთხრა ზელენსკის, რომ პუტინმა შესთავაზე ფრონტის ხაზის გაყინვა, თუ უკრაინა სრულად გაიყვანს თავის ძალებს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან, რისი შესაძლებლობაც ზელენსკიმ გამორიცხა.