ვლადიმერ პუტინის განცხადება

17 აგვისტო 2025, 11:48 164 ნახვა

უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა უნდა იყოს ჩადებული დარეგულირების საფუძველში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალასკის სამიტის შემდეგ კრემლში თათბირის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ალასკის სამიტი იყო დროული და საკმაოდ სასარგებლო. პუტინი ამბობს, რომ ალასკაში გამართული შეხვედრის დროს რუსულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, მშვიდად, დეტალურად წარედგინა თავისი პოზიცია.

„საუბარი ძალიან გულწრფელი, შინაარსიანი იყო და, ჩემი აზრით, ეს გვაახლოებს საჭირო გადაწყვეტილებებთან“, – თქვა მან.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ანკორიჯში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა და კონკრეტული შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში