დღეს ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართება

18 აგვისტო 2025, 11:12 117 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ჩავიდა. დღეს ის აშშ-ის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს შეხვდება. თეთრ სახლში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე გაიმართება.  

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ იგეგმება დონალ ტრამპის შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, შემდეგ კი გაფართოებული შეხვედრა პრეზიდენტების და ვაშინგტონში ზელენსკის მხარდასაჭერად ჩასული ევროპელი ლიდერების მონაწილეობით.    

მან მადლობა გადაუხადა ტრამპს მოწვევისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისა და მისი პარტნიორების მიზანია ომის „სწრაფად და საიმედოდ“ დასრულება და რომ მშვიდობა გრძელვადიანი უნდა იყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში