"მუსიკა ბათუმიდან" - საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალი 

18 აგვისტო 2025, 10:58 170 ნახვა

საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალი “მუსიკა ბათუმიდან“ გრძელდება. მეორე საფესტივალო დღეს მსმენელის წინაშე თინი წულაძე ბენდთან ერთად და ირინა ხინიკაძე ბენდთან ერთად წარსდგნენ. საავტორო მუსიკის კონცერტები ღია ცის ქვეშ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს შენობის წინ იმართება და რადიოს პირდაპირ ეთერში გადაიცემა FM 104.5-ზე.

წელს პირველად გასვლითი კონცერტიც ჩატარდება. 24 აგვისტოს ქედაში გაიმართება დასკვნითი ღონისძიება, რომელშიც სხვა დღეების მსგავსად საფესტივალო და არასაფესტივალო პროგრამა იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის მიზანია საავტორო მუსიკის პოპულარიზაცია.

პროექტის მხარდამჭერია აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში