მარნეულში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარედგინა - ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, მარნეულში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალმა ეჭვიანობის ნიადაგზე დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა პირებმა დაზარალებულზე იძალადეს, პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.