დადიანების სასახლის დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია

20 აგვისტო 2025, 17:56 115 ნახვა

ზუგდიდში დადიანების სასახლეების რეაბილიტაცია იწყება. რესტავრაცია ჩაუტარდება რეზიდენციის საგამოფენო დარბაზებს და მათ ავთენტური, ისტორიული სახე დაუბრუნდება.

ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია 2028 წლამდე გაგრძელდება.

სრულად გამაგრდება სასახლის კონსტრუქციული მზიდები, საძირკველი, აივნისა და გადახურვის ბურჯები.

რესტავრატორები იმუშავებენ დედოფლისეული სასახლის უნიკალური ე.წ. ლაზური აივანის შენარჩუნებისთვისაც, მას რესტავრაცია ნახევარ საუკუნეზე მეტია არ ჩატარებია.

უფლისწულის სასახლისთვის კი მომზადდება სპეციალური სადრენაჟო სისტემა, რომელიც სასახლის საძირკველს ზედმეტი ნალექისაგან დაიცავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი