იტალიის ქალაქ მილანში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი კანოე სპრინტში, რომელშიც 70 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს ნაკრების ღირსებას მარიამ ქერდიკაშვილი, ბადრი ყაველაშვილი, გია გაბედავა და სერჰიი იემელიანოვი იცავენ.
შეჯიბრების პირველ დღეს, შესარჩევ ეტაპზე გია გაბედავამ მეოთხე ადგილი დაიკავა, ბადრი ყაველაშვილმა კი გაცურვა მესამე ადგილზე დაასრულა და დღეს ნახევარფინალში იასპარეზებენ.
დღესვე ტურნირში ჩაერთვებიან მარიამ ქერდიკაშვილი და სერჰიი იემელიანოვი.
მსოფლიო ჩემპიონატი 24 აგვისტოს დასრულდება.