პოლონეთის საგარეო უწყებამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

22 აგვისტო 2025, 09:50 92 ნახვა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დრონის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რუსეთის საელჩოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა - ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. 

პოლონეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს ინციდენტი ძირს უთხრის რუსეთის ფედერაციის, როგორც ნებისმიერი სამშვიდობო პროცესის სანდო მონაწილის და საერთაშორისო საზოგადოების ფარგლებში ნებისმიერი აქტივობის მონაწილის, ნდობას.

20 აგვისტოს ღამით, პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, სამხედრო დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი