ოთარ წოწორია: ჩემი დის საწინააღმდეგოდაა გაკეთებული ყველაფერი

19 მაისი 2017, 00:00 17848 ნახვა

ოთარ წოწორიას განცხადებით, მის სახლში განხორციელებული ჩხრეკა და შინაგან საქმეთა  სა​მინისტროს მიერ აღძრული საქმე მისი დის, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას საქმიანობას უკავშირდება  და მის წინააღმდეგ არის მიმართული. "ჩემი დის საწინააღმდეგოდაა გაკეთებული ყველაფერი. სანადირო თოფი ჩემია რეგისტრირებულია. ერთი იარაღი ბაბუაჩემის იყო და ისიც რეგისტრირებულია. დანარჩენი წარმოუდგენელია ჩემთვის საიდან გაჩნდა სახლში" - განუცხადა ჟურნალისტებს წოწორიამ. 

პოლიციამ ისე დატოვა ტერიტორია, რომ ოთარ წოწორია არ დაუკითხავს.

კომენტარი გააკეთა წოწორიას ადვოკატმაც. მისი განმარტებით,  სახლიდან ამოღებული იარაღის ნაწილი, კერძოდ პისტოლეტი და ვაზნები, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ეკუთვნის. რაც შეეხება ორ სანადირო თოფს, ადვოკატის თქმით, ისინი წოწორიას საკუთრებაა და რეგისტრირებულია.  "ოთარი წოწორია ერთი კვირა სახლში არ იმყოფებოდა, სახლის ის ნაწილი კი სადაც იპოვეს იარაღი ღია იყო, კერძოდ იარაღი ამოიღეს საკუჭნაოდან და სამზარეულოდან" - განაცხადა წოწორიას ადვოკატმა.

ოთარ წოწორია, მოსამართლე ნონა წოწორიას ძმაა, რომელიც სტრასბურგ​ის მოსამართლეა.

წოწორიების სახლიდან ამორებულ იარაღზე შსს საქმე 238-ე პრიმა მუხლით აღძრა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას გულისხმობს.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი