საქართველოს კონსტიტუციის დღე

24 აგვისტო 2025, 12:08 137 ნახვა

დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 წუთზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, თუმცა, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა.

საქართველოს კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოაცხადა.

თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში ღონისძიება გაიმართა, შესრულდა საქართველოს ჰიმნი, გაიმართა სიტყვით გამოსვლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი