სი ძინპინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებს თავიანთი „მეგამასშტაბური ბაზრის“ გამოყენებისკენ მოუწოდა და ახალი გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური წესრიგის შესახებ პეკინის ამბიცია გააცნო, რომელიც შეერთებული შტატებისთვის გამოწვევას წარმოადგენს.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების მოდელი შექმნა - განაცხადა სი ძინპინმა ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანძინში გამართულ ორდღიან სამიტზე, რომელსაც 20-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი ესწრება. მისივე თქმით, ჩინეთი წელს წევრ სახელმწიფოებს 2 მილიარდი იუანის უფასო დახმარებასა და დამატებით 10 მილიარდი იუანის სესხს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საბანკო კონსორციუმს გამოუყოფს.
სამიტს ესწრებიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ლიდერები.