სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა ბათუმის ხელოვნების მუზეუმში. ექსპოზიცია სახელწოდებით “მოტივARTორი“ დაახლეობით 40 ნამუშევარს აერთიანებს.
გამოფენაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ექსპოზიცია პორტრეტების სერიასა და პეიზაჟის თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებდა.
გამოფენა აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით შედგა.
ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერასა და ხელოვნების პოპულარიზაციას.