საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ტურნირის მასპინძელი კვიპროსის ნაკრები ანგარიშით 93-ით 61 დაამარცხა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბოსნია ჰერცოგოვინასთან გამართავს.
მატჩი ხვალ 16 საათზე გაიმართება. ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოს ნაკრებს გამარჯვება სჭირდება.