საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი 2025” დაიწყო. ფესტივალი ოთხ ასაკობრივ კატეგორიას მოიცავს და მასში 20 წლამდე მოჭადრაკეები მონაწილეობენ.
ტურნირი ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად ტარდება.
ტურნირში 100-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის არიან სპორტსმენები საქართველოდან, უკრაინიდან, ამერიკიდან და ფიდეს დროშით მოასპარეზეები. ფესტივალი 9 სექტემბერს დასრულდება.