ეუთო ოდირის მისიის მოწვევას გამოეხმაურნენ ოპოზიციაში. პარტია „ ძლიერი საქართველო“ მიესალმება მოწვევის გაგზავნას, აქ აცხადებენ, რომ სადამკვირვებლო მისიასთან თავადაც მუშაობდნენ, თუმცა მოწვევის ლეგიტიმაცია ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ჰქონდა. გრიგოლ გეგელიას თქმით, ისინი ყველა საერთაშორისო მისიასთან კოორდინაციაში იქნებიან. ეუთო-ოდირის მისიის მოწვევის საკითხს მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა ამ არჩევნებზე მისვლას არ აპირებს.