ფლებოლოგთა საერთაშორისო კავშირის კონგრესი 2027 წელს საქართველოში ჩატარდება. ეს აღიარება ადასტურებს არა მხოლოდ ფლებოლოგიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენს რეგიონში, არამედ - საქართველოს როლის ზრდას, საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე, რომელიც რომში, ვენურ-ლიმფური გლობალური სამიტის ფარგლებში გაიმართა.
„თბილისი - ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქალაქი, უნიკალურ პოზიციას იკავებს, რომ კონტინენტებს შორის დამაკავშირებელ ხიდად და საერთაშორისო სამედიცინო ცენტრად იქცეს, რომელიც ხელს უწყობს დარგის განვითარებას რეგიონში და ამაღლებს მის მნიშვნელობას, მსოფლიო მასშტაბით. საქართველო მზად არის, უმასპინძლოს ფლებოლოგთა საერთაშორისო კონგრესს - ღიაობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით. - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.