აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი „ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

09 სექტემბერი 2025, 16:55 234 ნახვა

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი,  ,,ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს დათა კობალაძეს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ახალგაზრდული პოლიტიკის მნიშვნელობაზე და განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრეს, რომლებიც რეგიონში განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას ისახავს მიზანად. 

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე კარიერული განვითარების პერსპექტივებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი პოტენციალის სრულად რეალიზებას. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა",- აღნიშნულია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი