„მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ გამარჯვებულებს დღეს დააჯილდოებენ

27 ოქტომბერი 2025, 11:51 128 ნახვა

დღეს „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ გამარჯვებულებს დააჯილდოებენ. განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცემა.  
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს მინისტრის ინიციატივით, მასწავლებელთა შრომის აღიარების მიზნით, აქტივობები  ქვეყნის მასშტაბით გაიმართა .

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე