ბათუმის მუსიკალურ ცენტრში კომპოზიტორისა და მომღერლის ზვიად ბოლქვაძის საავტორო კონცერტი გაიმართა. მაყურებელმა ზვიად ბოლქვაძის არაერთ ცნობილ სიმღერასთან ერთად ახალი კომპოზიციებიც მოისმინა. საღამო თითქმის 2 საათი გაგრძელდა.
კონცერტში მონაწილეობდნენ სოფო ხალვაში, ლიზა ბაგრატიონი, აჩიკო ბერიძე, ნუკრი კაპანაძე, ნეკა სებისკვერაძე, ედუარდი გორგილაძე, ანასტასია ვასაძე და ანდრია ფუტკარაძე. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.