დაჭრა ვაკეში – დაკავებულია ერთი პირი

13 სექტემბერი 2025, 11:55 88 ნახვა

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი.  სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ბრალდებულმა  წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ავტომატი ნივთმტკიცებად ამოიღო.  დანაშაული  4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი