განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა აბასთუმანში გასვლითი სხდომა გამართა. სხდომის მთავარი თემა იყო მეცნიერების სფეროში არსებული გამოწვევების ანალიზი და განვითარების სამომავლო ხედვის ჩამოყალიბება.
სხდომაზე ზვიად გაბისონიამ კომიტეტის წევრებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები გააცნო.
მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ცვლილების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზებულად, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ჩაითვლება აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის ვადით.