ალექსი ახვლედიანის სასამართლო პროცესი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე

18 სექტემბერი 2025, 19:45 169 ნახვა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის სასამართლო პროცესი გაიმართა.სხდომას ესწრებოდა ბრალდებული ალექსი ახვლედიანი.  

დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. პროკურატურის ინფორმაციით,  ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად , საძინებელი ოთახიდან, სადაც რიჟვაძე იმყოფებოდა, ამოღებულ საწერ კალამზე თორნიკე რიჟვაძის ,ხოლო ცეცხლსასროლ იარაღზე მისი და ალექსი ახვლედიანის  დნმ ამოვიდა.

ბრალდებული ალექსი ახვლედიანი წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და  მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია თავად თორნიკე რიჟვაძის სასამართლოზე დაკითხვაც.

კითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ მას კადრები არ აქვს. 

რაც შეეხება რიჟვაძესთან კომუნიკაციას, ახვლედიანის განცხადებით ფსიქოლოგების რეკომენდაციით მასთან კომუნიკაცია შეზუდულია. ალექსი ახვლედიანს პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება  რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი