სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“

22 სექტემბერი 2025, 18:06 84 ნახვა

ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს. ღონისძიება კულინარიული მასტერკლასებით გაიხსნა.

ფესტივალის ფარგლებში  მოედანი საშემოდგომო დეკორაციებით არის გაფორმებული, წარმოდგენილია მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებით, სოფლის ნობათით და რეწვის დარგებით.

მოწყობილია სპეციალური კვების კუთხეები, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები მზადდება.

წელს პირველად ფესტივალში სტუმრის სტატუსით მონაწილეობენ მზარეულები სვანეთიდან და სამეგრელოდან. ვიზიტორებს აფხაზური კერების დაგემოვნებაც შეუძლიათ. 

„განდაგანას“ფარგლებში მოეწყო ტრადიციული თეატრალური მსვლელობა.  მრავალფეროვანი დეკორაციებით გამოირჩევა გარდენია შევარდნაძე.

18 საათიდან ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე