4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. დღეს ამასთან დაკავშირებით ანი წითლიძემ ბრიფინგი გამართა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართული ოცნება ვერ დაუპირისპირდება ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება არჩევნების დღეს.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ თუ მშვიდობიან აქციას გეგმავენ, წინასწარ რატომ საუბრობს ოპოზიცია დაპირისპირებასა და ძალადობაზე.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე