პოლიტიკური ბრალდებები ისმოდა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიცია ქართულ ოცნებას, მმართველი გუნდი კი ოპონენტებს აკრიტიკებდა.
ოპოზიციის მხრიდან დღევანდელ სხდომას მხოლოდ აკაკი გვიანიძე და ვაჟა დარჩია დაესწრნენ, მათი განცხადებით ქართული ოცნება ოპოზიციის ინიციატივებს ამ მოწვევის საკრებულოზე მხარს არ უჭერდა და ის პროგრამები და პრიორიტეტები რაც მმართველ გუნდს მოსახლეობასთან ჰქონდა არ შესრულდა, ყურადღება გაამახვილეს სატრანსპორტო მოძრაობის პრობლემებზე, ველობილიკების საკითხზე, 100-მდე სახლზე კ2 კოეფიციენტის გადაჭარბებაზე, მმართველი პარტიის დეპუტატებმა კი გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე, პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე თქვეს რომ დესტრუქციულ ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში არაფერი ესაქმება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე