საფრანგეთში ისრაელის ელჩი პალესტინის აღიარებას

23 სექტემბერი 2025, 13:45 170 ნახვა

საფრანგეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება ნიშნავს, რომ პარიზი ახლო აღმოსავლეთში „დესტაბილიზაციის აგენტად“ იქცევა- განაცხადა ისრაელის ელჩმა საფრანგეთში.  ჯოშუა ელ ზარკამ განაცხადა, რომ ისრაელი ამ ნაბიჯს დიპლომატიური ინსტრუმენტის „ფლანგვად“ და მტრულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

მაკრონი მიიჩნევს, რომ  ეს გადაწყვეტილება დაიწყებს პროცესს, რომელიც ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობას გამოიწვევს.  თუმცა, ზარკამ თქვა, რომ საჭიროა პალესტინელებმა აღიარონ ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლება. 

დიპლომატის აზრით, გადაწყვეტილება  მაკრონსა და ისრაელის მთავრობას შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე მიანიშნებს.

მისივე თქმით,  პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილავს საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე რეაქციას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე