ეკვადორის ციხეში ბუნტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

24 სექტემბერი 2025, 09:16 185 ნახვა

სამხრეთ ეკვადორში ბანდების დაპირისპირება  ციხის ბუნტში გადაიზარდა, რომლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 14 დაშავდა - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის უფროსმა. საპორტო ქალაქ მაჩალაში პატიმრები ციხის ადმინისტრაციას დაუპირისპირდნენ, მოკლეს დაცვის ერთი თანამშრომელი, ხოლო  ოფიცრები გაიტაცეს.

ეკვადორის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე პატიმარი გაიქცა და ამ დროისთვის 13 დაკავებულია. ოფიცრებმა  შეიარაღებულ პატიმრებს, რომლებმაც გაქცევა და საკნების ბლოკზე კონტროლის შენარჩუნება სცადეს, წინააღმდეგობა გაუწიეს.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ძალადობა ბანდების, ლოს ლობოსისა და საო ბოქსის წევრებს შორის დაპირისპირების შემდეგ დაიწყო, რომლებსაც პოლიცია კრიმინალურ ორგანიზაციებს უწოდებს.

ეკვადორში ბოლო წლებში ციხეებში ბუნტების შედეგადაც ასობით პატიმარი დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე